„იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია“ - დაზარალებულთა რიცხვი იზრდება - მევახშეები სხვადასხვა თაღლითურ სქემებს იყენებენ

„იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. მევახშეები სხვადასხვა თაღლითურ სქემებს იყენებენ და მათ ძლიერი მფარველები, ე.წ ლობი ჰყავთ, - ამის შესახებ „იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის“ იურისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ასოციაციის იურისტებმა იმ ათობით შემთხვევაზე ისაუბრეს, სადაც ჩანს როგორ თაღლითურად ითვისებენ კერძო მევახშეები მოწყვლადი ჯგუფების საცხოვრებელ ფართებს და გონივრული ეჭვი გამოთქვეს, რომ ხშირად მევახშეებს ძლიერი მფარველები ჰყავთ.

„მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია ბოლო ერთი წელია არსებობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავშიფრეთ თაღლითური სქემები, საგამოძიებო ორგანოებს მტკიცებულებები მივაწოდეთ და რამდენიმე საქმეზე დაწყო სისხლის სამართლის გამოძიება, თუმცა გამოძიების პროცესი ჭიანურდება. მოვითხოვთ ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაპირებთ მევახშეების მფარველების სახელებისა და გვარების გაასაჯაროებს“, - განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა ნანო ცხადიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო