ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსმა დამპყრობლებმა 11 წლის წინ დაიწყეს ალეპოს განადგურება - მდიდარი ისტორიის მქონე უძველესი სირიული ქალაქის, ახლა ისინი უკრაინული მარიუპოლის წაშლას ცდილობენ

რუსმა დამპყრობლებმა 11 წლის წინ დაიწყეს ალეპოს განადგურება - მდიდარი ისტორიის მქონე უძველესი სირიული ქალაქის. ახლა ისინი უკრაინული მარიუპოლის წაშლას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას მეოცე ფორუმზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ბოროტებას დროულად არ შეაჩერებენ, ის გავრცელდება როგორც ვირუსი.

„ამას ჩვენ რუსეთის მოქმედებების მაგალითზე ვხედავთ, რომელმაც 11 წლის წინ ახლო აღმოსავლეთის მარგალიტი - ქალაქი ალეპო გაანადგურა. მაშინ პუტინის ძალებმა სასტიკად დაბომბეს ქალაქი და მათმა მოკავშირე ბაშარ ალ-ასადმა ქიმიური იარაღით შეუტია ხალხს. ომმა ალეპო ნანგრევებად და მასობრივ საფლავებად აქცია. ახლა რუსეთი აგრძელებს მსგავსი სამხედრო დანაშაულის ჩადენას ჩვენს მარიუპოლშიც, რომელმაც ძველი ბერძნების, ოსმალების, ყირიმელი თათრებისა და კაზაკების მდიდარი კულტურა გააერთიანა. „რაშისტებმა“ უკრაინული ქალაქი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. შეხედეთ ჩვენს მარიუპოლს, ეს ის არის, რაც ჩვენ ალეპოში ვნახეთ - ნანგრევების ტკივილი, ადამიანების განადგურება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, მარიუპოლში ნამდვილი კატასტროფაა, იქ არ არის პროდუქტი, წყალი და მედიკამენტები. რუსული ჯარი კი 24 საათის განმავლობაში ბომბავს ქალაქს და ამასთან, ქალაქში არ უშვებს ჰუმანიტარულ დახმარებას.

„მარიუპოლში შენობების 90% განადგურებულია. ათასი ადამიანი მოკვდა, მაგრამ რუსეთს ამისთვის არცერთი საგრძნობი სასჯელი არ მიუღია მსოფლიოსგან. ჩვენს ქვეყანაში მილიონზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს და რუსულ რაკეტებსა და ბომბებს სიკვდილი მოაქვთ ყველა მოქალაქისთვის. მხოლოდ მარიუპოლში 4 ათასამდე მუსლიმი ცხოვრობდა, უკვე 3 კვირაა მარიუპოლის მეჩეთს თავს აფარებს 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები არიან“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა