ცესკოს თავმჯდომარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი SEREC-ის გარდაბნის ოფისში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.

შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალიტეტის მკვიდრებს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების სამზადისისა და ბათუმის ოლქში ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩასატარებელი საარჩევნო პროცედურების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ცესკოს ხედვებსა და პოლიტიკას.

„დამსწრეებს ცესკოს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ასახავდა ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის განხორციელებულ პროექტებს, სერვისებსა და აქტივობებს.

შეხვედრის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარეს, საკუთარი მოსაზრებები იმ გამოწვევების შესახებ გაუზიარეს, რომლებიც უკავშირდებოდა არსებულ საარჩევნო სისტემას, 2021 წლის 2 ოქტომბერს არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს და ეთნიკურ უმცირესობათა საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. შეხვედრას დაესწრო N21-ე გადაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ბერუაშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველოსა“ და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა