დიმიტრი პესკოვი - უცნაურია პუტინის წინააღმდეგ ბაიდენისგან ბრალდებების მოსმენა, რომელიც იუგოსლავიის დაბომბვისა და ხალხის მკვლელობის მოწოდებით გამოდიოდა

უცნაურია პუტინის წინააღმდეგ ბაიდენისგან ბრალდებების მოსმენა, რომელიც იუგოსლავიის დაბომბვისა და ხალხის მკვლელობის მოწოდებით გამოდიოდა, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დღეს, ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას, რა დროსაც ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა.

პესკოვის განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერის პირადი შეურაცხყოფა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ავიწროვებს შესაძლებლობის ფანჯარას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

„რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე, ასეთი პირადი შეურაცხყოფა ავიწროებს შესაძლებლობის ფანჯარას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში. აუცილებელია ამის გაცნობიერება", - განუცხადა პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „TASS-ს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?