ჯო ბაიდენი - უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად არ დასრულდება, ხალხი ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს - ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, წერტილი!

უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად არ დასრულდება. ხალხი წინ ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამოსვლისას განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერმა ცივი ომის დროს კომუნიზმსა და დასავლეთს შორის ბრძოლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო "ბრძოლა თავისუფლებისთვის", "თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის".

„რუსეთმა დაახრჩო დემოკრატია. ვლადიმერ პუტინის პრეტენზია უკრაინის დენაციფიკაციის შესახებ არის უხამსი“, - დასძინა ბაიდენმა.

„ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, წერტილი“- განუცხადა უკრაინელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო