ანონსი 27 მარტი

ანონსი  27 მარტი

27 მარტს, 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით აქცია გაიმართება.

საკონტაქტო: გიორგი გილიგაშვილი - 555343649

27 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „საქართველოსგან“ დაზარალებულები აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: ლაშა ჯანიბეგაშვილი - 558777733

27 მარტს, 19:30 საათზე, საქართველოში უკრაინის საელჩოში ფართოფორმატიანი ეკრანის გამოყენებით უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო საქველმოქმედო ტელემარათონი - "Save Ukraine - #StopWar"-ის ტრანსლაცია გაიმართება. თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობა).