უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ტროსტიანეცი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს,- უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას 93-ე მექანიზებული ბრიგადა "ცივი იარი" „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

"დღეს ტერიტორიული თავდაცვის და ადგილობრივი პარტიზანი მებრძოლების დახმარებით, სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი გავათავისუფლეთ რუსული საოკუპაციო ძალისგან. რუსულმა არმიამ რამდენიმე წარუმატებლობა განიცადა და გაიქცა. მათ ტროსტიანეცში დატოვეს იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ", - აცხადებენ „ცივ იარში“.

მათივე თქმით, ქალაქიდან რუსული ჯარის „ელიტის“ - კანტემიროვის სატანკო დივიზია გააქციეს".

ტროსტიანეცის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სუმის ოლქის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ჟივიცკიმაც დაადასტურა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა