დიმიტრი პესკოვი აშშ-ს პრეზიდენტის პუტინთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ეს არ არის ბაიდენის გადასაწყვეტი, რუსები ირჩევენ რუსეთის პრეზიდენტს"

ეს არ არის ბაიდენის გადასაწყვეტი. რუსები ირჩევენ რუსეთის პრეზიდენტს, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას, რა დროსაც თეთრი სახლის ლიდერმა პუტინზე განაცხადა, რომ "ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში". პესკოვმა აღნიშნული კომენტარი საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ გააკეთა.

”ეს არ უნდა გადაწყვიტოს ბატონმა ბაიდენმა. ეს უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი”, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში". აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ამ განცხადებას თეთრი სახლი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის მოწოდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა