უკრაინაში ერთ დღეში 5 208 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

შეთანხმებული 10 ჰუმანიტარული დერეფნიდან დღეს ყველა მოქმედებდა და საერთო ჯამში 5 208 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ საბოლოოდ მოვახერხეთ გუშინ ბერდიანსკიდან ევაკუირებული მარიუპოლის მაცხოვრებლების ქალაქ ზაპოროჟიეში ჩაყვანა. 4000-ვე ადამიანი ახლა უსაფრთხოდ არის“, - აღნიშნა მან.

ვიცე პრემიერის ინფორმაციით, კიევის ოლქში სოფელ პლესეცკოედან ქალაქ ფასტოვში, ასევე სოფლებიდან : სევერინოვკა, კრასნაია სლობოდა, როზოვოე და სიტნიაკი ქალაქ ბელაია ცერკოვში 289 ადამიანი გადაიყვანეს.

ამასთან, ქალაქებიდან : რუბიჟნედან, ლისიჩანსკიდან, სევეროდონეცკიდან, პოპასნაიადან, გორნოედან და სოფელ ნიჟნედან 526 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის დროს ამ ქალაქებში 80 ტონა ჰუმანიტარული დახმარება (კონსერვები, მარცვლეული, ფქვილი, ხორცი) შეიტანეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა