ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსულ რაკეტებს თოფებით ვერ ჩამოაგდებს და მარიუპოლს ტანკებისა და თვითმფრინავების გარეშე ვერ განბლოკავს

უკრაინა ვერ ჩამოაგდებს რუსულ რაკეტებს თოფებითა და ტყვიამფრქვევებით და ვერ განბლოკავს მარიუპოლს საკმარისი რაოდენობის ტანკების გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„შეუძლებელია მარიუპოლის განბლოკვა საკმარისი რაოდენობის ტანკების, სხვა ჯავშანტექნიკის და, რა თქმა უნდა, თვითმფრინავების გარეშე. ამის შესახებ უკრაინის ყველა დამცველმა იცის. მარიუპოლის ყველა დამცველმა იცის. ათასობით ადამიანმა იცის - მოქალაქეებმა, მშვიდობიანმა მოქალაქეებმა, რომლებიც იქ ბლოკადაში იღუპებიან.

ეს იციან შეერთებულ შტატებში. ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა იცის. ყველას ვუთხარით. ეს ცნობილი უნდა გახდეს რაც შეიძლება სწრაფად და მეტი ადამიანისთვის დედამიწაზე. ისე, რომ ყველამ გაიგოს, ვის და რატომ ეშინოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილების. ეშინოდა გადაწყვეტილების მიღების,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა