საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 358 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 155 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 646 316.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.53%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 618 403.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 708 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 42, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 14, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი -5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 179 საიდანაც, 636 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 351, აჭარაში - 50, იმერეთში - 119. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 167 პირი, მათ შორის, თბილისში - 98, აჭარაში - 24, იმერეთში - 25. 10 543 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა