უკრაინა აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან 139 ბავშვი დაიღუპა, 205 დაშავდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 139 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 205 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

"ყოველდღიური დაბომბვების შედეგად 733 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. მათგან 74 მთლიანად განადგურდა. უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმიში, კიევში, ხერსონში, ჩერნიგოვის რეგიონებში და ქალაქ კიევში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს დაბომბვის ადგილების შემოწმების შესაძლებლობა. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები უკრაინელ ბავშვებს იტაცებენ და მათ მშობლებს აშანტაჟებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო