ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას შორი მანძილიდან ბომბავს, რათა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსული თვითმფრინავების განადგურება ვერ შეძლონ

რუსეთი უკრაინას შორი მანძილიდან ბომბავს, რათა თავის სამხედრო თვითმფრინავებს საფრთხე მაქსიმალურად ააცილოს , - აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

UNIAN -ის ინფორმაციით, რუსეთი ისეთ რაკეტებსა და ბომბებზე ამყარებს იმედებს, რომელიც შორი მანძილიდან ან რუსეთის საჰაერო სივრციდან არის გაგზავნილი.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შორეული დაბომბვის მიზანია, რომ უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერ შეძლონ რუსული თვითმფრინავების ლიკვიდირება.

დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო-სარაკეტო ძალები აგრძელებენ მთლი უკრაინის დაბომბვას, თუმცა ძირითადად ისინი თავს ესხმიან მჭიდროდ დასახლებულ სამოქალაქო რაიონებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა