უკრაინის გენშტაბი - რუსი დამპყრობლები კიევის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულების ბლოკადისთვის გადაჯგუფებას ცდილობენ

რუსი დამპყრობლები ცდილობენ გადაჯგუფებას და კიევის ბლოკირებას სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 35-ე გენერალური სამხედრო არმიის ცალკეული ქვედანაყოფების გადაჯგუფება, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს შეტევის დროს. რამდენიმე დანაყოფი ჩერნობილის რაიონში დაინიშნა, რომლებსაც შემდგომ ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიყვანენ, რათა საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად ზომები მიიღონ.

„არ არის გამორიცხული, რომ ამ ღონისძიებების გატარების, გადაჯგუფებისა და ჯარების დაჯგუფების გაძლიერების შემდეგ, ოკუპანტებმა განაახლონ მოქმედებები სამხრეთ-დასავლეთიდან კიევის გადაკეტვის მიზნით“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

გენშტაბის განცხადებით, ბროვარის მიმართულებით მტრის ქვედანაყოფები შეაჩერეს და მტერი იძულებული გახდა გადასულიყო თავდაცვაზე. ამასთან გრძელდება ჩერნიგოვის, ივანოვკასა და ნეჟინის დასახლებების რაიონებში საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა