უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან განადგურებულია 582 რუსული ტანკი, 1 664 ჯავშანტექნიკა, 294 საარტილერიო სისტემა, 121 თვითმფრინავი, 127 შვეულმფრენი, 56 დრონი

ომის დაწყებიდან უკრაინაში დაახლოებით 16 600 რუსი სამხედრო გარდაიცვალა.

ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.

მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 27 მარტის ჩათვლით ასე გამოიყურება:

დაახლოებით 16 600 სამხედრო პერსონალი, 582 ტანკი , 1 664 ჯავშანტექნიკა, 294 საარტილერიო სისტემა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 56.

გარდა ამისა, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია მტრის 121 თვითმფრინავი და 127 შვეულმფრენი. გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ მონაცემები ზუსტდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა