ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმი ჩატარდეს

ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის ლეონიდ პასეჩნიკის განცხადებით, არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში ლუგანსკში რუსეთთან შეერთების მოთხოვნით შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს.

„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეფერენდუმი ჩატარდება. ხალხი გამოიყენებს თავის საბოლოო კონსტიტუციურ უფლებას და გამოთქვამს აზრს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“, - აცხადებს პასეჩნიკი.

გარდა ამისა, ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ლიდერებმა, დენის პუშლინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს 24 თებერვალს „უკრაინის შეიარაღებული ძალების აგრესიის მოგერიებაში დახმარება“ სთხოვეს, რასაც ვლადიმერ პუტინის მხრიდან ამ ორი ოლქის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ თებერვალში აღიარა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა