თინათინ ნიბლოშვილმა თეატრის საერთაშორისო დღე ქართული თეატრის ღვაწლმოსილ ქალებს მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა, ქართული თეატრის ღვაწლმოსილ ქალბატონებს თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ქართული კინოსა და თეატრის მსახიობებს თამარ სხირტლაძეს და ქეთევან კიკნაძეს, ოპერის კოსტიუმერს დოდო ბანძელაძეს, რუსთაველის თეატრის სალაროს თანამშრომელს, ადა შიხაშვილს მადლობის სიგელები გადასცა. ეს ადამიანები ათეულობით წლებია, რაც ქართულ თეატრს ემსახურებიან.

„ქართულ თეატრს არსებობის დიდი ისტორია და ტრადიცია აქვს. ამ სფეროს ბევრი ნიჭიერი და ერთგული თანამშრომელი ჰყავს. გვინდოდა, დღევანდელი დღე თეატრის ღვაწლმოსილი ქალბატონებისთვის მიგველოცა და მათდამი მადლიერება მოკრძალებული ფორმით გამოგვეხატა. ბუნებრივია, თეატრი მხოლოდ მსახიობებისგან არ შედგება. ის მიღწევები, რომელიც ამ სფეროს აქვს, თეატრის თანამშრომელთა ერთობლივი შრომის და თეატრისადმი უდიდესი სიყვარულის შედეგია“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თეატრის საერთაშორისო დღე თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის კონგრესმა დაადგინა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1961 წლიდან აღინიშნება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა