ბერლინის თეატრი მარიუპოლის თეატრს სოლიდარობას უცხადებს წარწერით „ბავშვები“

ბერლინის თეატრის ტერიტორიაზე მარიუპოლის თეატრზე მომხდარი თავდასხმის სოლიდარობის ნიშნად შესასვლელში წარწერა ,,ბავშვები“ დაწერეს.

ინფორმაციას ბერლინში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

პროცესში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა, აქტივისტებმა და უკრაინელმა დიპლომატებმა, რომლებმაც დიდი ასოებით, ისევე, როგორც ეს იყო მარიუპოლის თეატრის წინ, ,,ბავშვები“ რუსულად დააწერეს.

„ეს სიმბოლოა, რომ ბერლინის თეატრი დგას მარიუპოლის დანგრეული დრამის თეატრის გვერდით. თეატრის გვერდით, სადაც ბავშვები იმალებოდნენ რუსული დაბომბვისგან, მარიუპოლი კი ყვიროდა და ევედრებოდა, დიდად დაწერილი წარწერით, რომლის დანახვაც ციდანაც შეიძლებოდა, რომ ბომბები იქ არ ჩამოეგდოთ. სამწუხაროდ, ამან მტერი ვერ შეაჩერა“ , - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა. თეატრს თავს 1300-მდე პირი აფარებდა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს