კანადა მზად არის, დაეხმაროს ქვეყნებს რუსული ნავთობის გამოყენების შეწყვეტაში

კანადა აცხადებს, რომ მას გლობალური ენერგეტიკული კრიზისის გადაჭრისთვის მეტი ნავთობის, გაზისა და ურანის მიწოდება შეუძლია.

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრ ჯონათან უილკინსონის განცხადებით, ბევრი ქვეყანა მზად არის, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ რუსული ნავთობისა და გაზის ჩანაცვლების თვალსაზრისით.

კანადა მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელია, რომელიც მზადაა 200 000 ბარელზე მეტი ნავთობი ექსპორტზე გაიტანოს.

ქვეყნის უმსხვილესმა მილსადენის კომპანია Enbridge-მა განუცხადა BBC-ს, რომ მზად არის გააკეთოს ის, რაც შეუძლია, რათა გაზარდოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, როგორც ჩრდილოეთ ამერიკისთვის, ასევე ევროპისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა