გმირთა მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია - აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საწვავზე ფასს აპროტესტებენ, ესტაკადაზე რამდენიმე გასასვლელი ავტომობილებით ჩაკეტეს

ამ წუთებში, გმირთა მოედანზე მოძრაობა სრულიად პარალიზებულია. საწვავის ფასების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მოედნამდე შესასვლელი რამდენიმე ესტაკადა საკუთარი ავტომობილებითა და მოპედებით ჩაკეტეს, რის შემდეგაც ადგილზე მყოფ ავტომობილების მძღოლებს ფიზიკურად გადაეღობნენ და მოუწოდებდნენ, რომ ავტომობილები დაეტოვებინათ.

არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა თავად აქციის მონაწილეებსა და ავტომობილების მძღოლებს შორის, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, რომ მათთვის გზა დაეთმოთ, თუმცა აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას ვერავინ გააგრძელებს მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

ამასთან, აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ ჩანიშნულია ფინანსთა მინისტრთან საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ ,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას” და ,,გამოდით, გამოდით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა