აქციის მონაწილეების ინფორმაციით, თბილისში პოლიციამ საწვავზე ფასების მატების წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის 16 მონაწილე დააკავა

თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილის, გვანცა ხაჩიძის ინფორმაციით, აქციაზე, სადაც საწვავის ფასებს აპროტესტებენ, დაახლოებით 16 ადამიანი დააკავეს.

გვანცა ხაჩიძე პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.

"გომელაურის უწყებას აქვს ძალიან ცუდი რეაქცია. მათ არ შეუძლიათ თავისუფალ მოქალაქეებთან ნორმალური გზებით გამკლავება და აი, ასე ცდილობენ რომ დაგვიპირისპირდნენ. ხალხო, ისეთი სახის დანაშაულები მოხდა, ისეთი სახის დანაშაულები მაქვს გადაღებული, ეს არის ჩვეულებრივად სისხლის სამართლის დანაშაული, ვინაიდან, ეს ადამიანები თავისუფალ მოქალაქეებს ხელით, ფიზიკურად, წიხლებით შეეხნენ, რომლებსაც უბრალოდ პროტესტის გამოხატვა უნდოდათ", - განაცხადა გვანცა ხაჩიძემ.

დაკავებულთა შესახებ მონაცემებს "ინტერპრესნიუსი" შსს-ში ამოწმებს.

შეგახსენებთ, მოქალაქეებმა, რომლებიც საწვავზე ფასებს აპროტესტებენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა