არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის "რესპუბლიკაში" საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მოაწერა მისმა ე.წ. პრეზიდენტმა არაიიკ არუთუნიანმა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან უპილოტო თვითმფრინავებმა ოთხი დარტყმა მიაყენეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის ქვედანაყოფებს. ამასთან, რუსეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარეს ჯარების გაყვანის შესახებ მოწოდება გაეგზავნა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 25 მარტს სროლა მოხდა, რის შედეგადაც სამი ყარაბაღელი და ხუთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

აზერბაიჯანმა ბრალდებებს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მხარეებს შორის კონტაქტის ხაზის დარღვევის შესახებ უარყოფს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას ცალმხრივს უწოდებს და აცხადებს, რომ არ არსებობს სახელწოდება „მთიანი ყარაბაღი“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა