თბილისის საწვავის ფასებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები დასრულდა

თბილისის მასშტაბით მოქალაქეების მიერ ორგანიზებული, საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ აქცია დასრულდა.

აქციის დასასრულს მოქალაქეები კვლავ რესპუბლიკის მოედანს დაუბრუნდნენ, საიდანაც მანამდე პარლამენტთან, ხოლო შემდეგ გმირთა მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს და საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს.

აქციის მიმდინარეობისას საამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ პროტესტის 16 მონაწილე დააკავა.

ამასთან, არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა თავად აქციის მონაწილეებსა და ავტომობილების მძღოლებს შორის, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, რომ მათთვის გზა დაეთმოთ. დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 28 მარტს, ფინანსთა მინისტრთან მათი საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაა ჩანიშნული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა