ინგლისისა და უელსის გენერალურმა პროკურორმა​ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე კონსულტაციისთვის უკრაინის გენერალური პროკურორის დამოუკიდებელი მრჩეველი დანიშნა

ინგლისისა და უელსის გენერალურმა პროკურორმა სუელა ბრავერმანმა სერ ჰოვარდ მორისონი უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას დამოუკიდებელ მრჩევლად დანიშნა, რომელიც მას რუსეთის შეჭრის შესახებ კონსულტაციას გაუწევს.

მორისონი 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ მუშაობდა.

ბრიტანელმა გენერალურმა პროკურორმა სუელა ბრავერმანმა კითხვაზე სისხლის სამართლის სასამართლოს გარეთ, რომლის წევრიც რუსეთი არ არის, სამართლებრივი დევნის რა ალტერნატიული ფორმები არსებობს, უპასუხა, რომ „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა“.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში შეჭრის გამო, სამხედრო დანაშაულებში ადანაშაულებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა