ამერიკელი სენატორი - არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ცდილობს რეჟიმის შეცვლას ევროპაში და ეს არის ვლადიმერ პუტინი

არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ცდილობს რეჟიმის შეცვლას ევროპაში და ეს არის ვლადიმერ პუტინი- ამის შესახებ შეერთებული შტატების სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ უორნერმა ამერიკული ტელეარხის CNN-ის ეთერში განაცხადა.

სენატორმა თავი აარიდა პრეზიდენტ ბაიდენის პირდაპირ გაკრიტიკებას გუშინ, ვარშავაში გაკეთებული განცხადების გამო, რა დროსაც აშშ-ის პირველმა პირმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "ვერ დარჩება ხელისუფლებაში".

თეთრი სახლის ლიდერის კრიტიკის ნაცვლად, უორნერმა ყურადღება რუსეთის პრეზიდენტზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რეჟიმის შეცვლას ცდილობს.

წამყვანის კითხვაზე, თვლის თუ არა ის, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა რეჟიმის შეცვლაზე უნდა იყოს მიმართული, ამერიკელმა სენატორმა დასძინა, რომ „რუსი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ იქნება კრემლში ხელისუფლებაში“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა