ანჯეი დუდა - ორბანმა უნგრეთის ეკონომიკა რუსეთზე სრულ დამოკიდებულებამდე მიიყვანა - ეს პოლიტიკა ძალიან ძვირი დაუჯდება უნგრეთს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი "რთულ მდგომარეობაშია", რადგან მან უნგრეთი იქამდე მიიყვანა, რომ თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.

„ახლა, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე, ათასობით ადამიანის დაღუპვის, საცხოვრებელი უბნების დაბომბვის, რუსული არმიის მიერ საცხოვრებელი კორპუსების დანგრევის, საერთაშორისო სამართლის კუთხით კრიმინალური ქმედებების პირობებში, მიჭირს ასეთი დამოკიდებულების გაგება, ეს პოლიტიკა ძალიან ძვირი დაუჯდება უნგრეთს“, - აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ორბანმა ისე გააკეთა, უნგრეთი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთზე გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება პრობლემაა ევროკავშირის მრავალი ქვეყნისთვის, რის გამოც ვერ მოხერხდა სანქციების დაწესება საწვავის და ენერგორესურსების შესყიდვაზე“.

ამასთან, დუდამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები, მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, უკრაინას, უნგრეთისგან განსხვავებით, იარაღს აწვდიან.

ცნობისთვის, დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სანქციების დაწესება რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ შეაჩერებს უნგრეთის ეკონომიკას. მან დასძინა, რომ ავსტრიასა და გერმანიას იგივე პოზიცია აქვთ.

უნგრეთის ლიდერის თქმით, რუსული ნავთობის წილი მის ქვეყანაში 61%-ია, ამიტომ უკრაინელების მოთხოვნა არ გამოიყენონ ის, საწვავის დეფიციტს გამოიწვევს. ორბანმა ასევე განმარტა, რომ რუსულ გაზზე ემბარგო უნგრეთისთვის ქვეყანაში გაზის მოხმარების 85%-ის გაქრობას ნიშნავს.

„თუ არ იქნება ნავთობი და გაზი, უნგრეთის ეკონომიკა შეჩერდება, ქარხნები დაიხურება, იქნება მასიური უმუშევრობა. რასაც უკრაინელები ითხოვენ არის უნგრეთის ეკონომიკის სრულად შეჩერება“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ამავდროულად, ვიქტორ ორბანმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა „ყველაფერს გააკეთებს“ უკრაინელების დასახმარებლად.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ მათი გულისთვის თავის მოკვლას ვერ მოვითხოვთ", - განაცხადა ორბანმა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს