თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 29 მარტს სტამბოლში გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სამშაბათს, 29 მარტს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია,რომ კვირას სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი "შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა სტამბულში გაიმართება".

მანამდე თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა კვირას CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სამშაბათს გაიმართება. თუმცა უკრაინელმა მომლაპარაკებელმა დავით არახამიამ მანამდე განაცხადა, რომ შეხვედრა 28-30 მარტს შედგება.

ამასთან, განცხადების თანახმად, ერდოღანმა და პუტინმა განიხილეს "უახლესი სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომში" და მოლაპარაკებების მცდელობები რუსეთსა და უკრაინას შორის.

"შეხვედრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარების აუცილებლობასა და რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებას. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა შესაძლო წვლილს ამ პროცესში", - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა