ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, რუსი სამხედრო ტყვეების გაცვლაზე - მათ ჯერ უარი გვითხრეს, შემდეგ ნაგვის ტომრები შემოგვთავაზეს, ძაღლი ან კატა რომ კვდება, ადამიანები მაშინაც არ იქცევიან ასე, არ ვიცი, რას ფიქრობენ

უკრაინული მხარე მზადაა, საომარი მოქმედებების დასრულებამდე რუსი სამხედრო ტყვეები უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე გაცვალოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იუთუბის არხზე განაცხადა.

„სიები დგება, ჩვენმა სამხედროებმა, ვიცი, შეადგინეს სიები, არის ყველა, ვინც ტყვეობაშია, მე არ ვიცი, ყველას თუ აინტერესებს, მგონი , პოლიტიკოსებს, დიდად არ აინტერესებთ. უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსულ მხარეს ეს სიები სჭირდება“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერდა სამხედრო ტყვეების გაცვლას ომის დასრულებამდე.

„არ არის აუცილებელი რაღაც საყოველთაოდ მიღებული კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ: მაგალითად, ომის დასრულებამდე მოვიცადოთ, ან მეტი დავიჭიროთ... მე ეს არ მესმის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს რუსი ჯარისკაცების ცხედრები თავის ტერიტორიაზე დატოვოს, სურს გადასცეს ისინი დაღუპულთა ახლობლებს.

„მათ (რუსულმა მხარემ) ჯერ უარი გვითხრეს, შემდეგ ტომრები შემოგვთავაზეს... ეს ყველაფერი ასე გამოიყურება... იცით, ძაღლი ან კატა რომ კვდება, ადამიანები მაშინაც არ იქცევიან ასე. ეს არის ნაგვის ტომრები. არ მესმის რას ფიქრობს ხალხი, რას ფიქრობენ ამ ბავშვების მშობლები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც მეომარი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია მტრის სახელმწიფოს ჯარისკაცების მიმართაც კი.

"ეს არ არის პირუტყვი. და რატომ არის საშინელება? იმიტომ, რომ თუ ასეთი დამოკიდებულებაა საკუთარი ხალხის მიმართ, მაშინ როგორია დამოკიდებულება ყველას მიმართ? და ჩვენ ნამდვილად არ ვართ "მეგობრები" რუსეთის ხელისუფლებისთვის", - დასძინა მან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს