ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ არ ვგეგმავთ ახალ ინვესტიციებს რუსეთში, ვიდრე  სტაბილურობის შესახებ მეტი სიცხადე არ იქნება

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთში ინვესტიციების გაზრდაზე არ ფიქრობს, სანამ არ იქნება „უკეთესი“ გარემო და მეტი პოლიტიკური სტაბილურობა“.

„ამჟამად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ არ ვფიქრობთ იქ [რუსეთში] რაიმე ახალ ინვესტიციებზე”, - აღნიშნა მან.

ყატარის დიპლომატის თქმით, ისინი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი არ ფიქრობენ ახალ ინვესტიციებს, სადაც გარკვეულ დაძაბულობას ან პოლიტიკურ რისკს გრძნობენ. მისი განცხადებით, იქნება, ვიდრე ყატარს არ ექნება გარკვეული სიცხადე სიტუაციის სტაბილურობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ყატარი ეწინააღმდეგება ნებისმიერი აგრესიის აქტს ან ძალაუფლების გამოყენებას სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, ემირი ამბობს, რომ იგი ღიად ტოვებს თავის საკომუნიკაციო არხებს ყველა მხარესთან. მან დასძინა, რომ ის ხშირად ესაუბრება თავის რუს და უკრაინელ კოლეგებს, რათა „ჩვენი დახმარება ან წვლილი შევთავაზოთ სიტუაციის დეესკალაციასა და ამ ომის დასრულებაში“.

“ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ცეცხლის შეწყვეტაზე, ჰუმანიტარულ დერეფნებზე, ჰუმანიტარული დახმარების მიტანაზე უკრაინაში. ნაცვლად, კონფლიქტისა და ბრძოლის ველზე უთანხმოებისა, საჭიროა მაგიდის გარშემო ვიყოთ“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისთვის.

აღსანიშნავია, რომ ყატარს მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს რუსული ნავთობის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა