თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც შეიძლება ოფიციალურ კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს, - საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს პირობა შეიძლება იყოს ომის დასრულების მიზნით რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი.
ოფიციალური კიევის განცხადებით, მათ სამართლებრივად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიების მიღება სურთ, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის დაცვას მომავალი თავდასხმების შემთხვევაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"