ივანე ჩხაიძე - დღევანდელი მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს - ერთადერთი რისკია, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენა, რომელმაც შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს მდგომარეობა

ქვეყანა ინფიცირების კუთხით სტაბილურ რიცხვს აჩვენებს. მოსალოდნელია, შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, - ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, არსებული ეპიდვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„დღევანდელი მდგომარეობა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. არამხოლოდ ინფიცირებულების რაოდენობა, ყველა სხვა პარამეტრი შემცირებულია. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანა ინფიცირების სტაბილურ რიცხვს აჩვენებს. მოსალოდნელია, რომ შემდეგი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. ერთადერთი რისკი, რაც არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებს აქვთ, არის ახალი ვარიანტის გამოჩენა, რომელმაც შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს მდგომარეობა.

უნდა აღვნიშნო, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახლა არის ინფიცირების პიკური მაჩვენებელი. ინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა ფიქსირდება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის გერმანია, სამხრეთ კორეა, ჰონგ - კონგი. ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა მსოფლიოში პანდემიის დასასრულის პერიოდზე მიუთითებს. ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ შემდეგ თვეებს“, -აღნიშნავს ჩხაიძე.

მან იმუნიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმუნიზაციის პროცესში წყვეტა არ იქნება.

„პირველი აპრილიდან საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტია იქნება. ვაქცინაციის პროცესში წყვეტა არ იქნება. გულდასაწყვეტია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინის გამოუყენებელი დოზა დაგვრჩება. ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძე მედიაცენტრ „მთავარში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა