კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი გახდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA) დაფუძნდა განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, რომელიც იდეათა ურთიერთგაცვლისა და დისკუსიის გზით მიიღწევა.

„ELFA-ს საქმიანობის მიზანია ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმის პროცესის კოორდინაცია, ახალი თემების დანერგვა, ევროპის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და იურიდიული ფაკულტეტების წარმომადგენლობა ევროპული ინსტიტუტებისა და ეროვნული საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე. დღეს, ორგანიზაციას 49 ქვეყნის მასშტაბით, 150-ზე მეტი წევრი ჰყავს. ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციაში (ELFA) გაწევრიანება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ლექტორებსა და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში ასოციაციის წევრ ქვეყნებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო