ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - ჩვენ ვუჩივლებთ ყველას, ვინც ჩვენი ხალხის მკვლელობას აფინანსებდა

ჩვენ ვუჩივლებთ ყველას, ვინც ჩვენი ხალხის მკვლელობას აფინანსებდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკურმა მრჩეველმა ოლეგ უსტენკომ Sky News-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობს ემბარგო დაუწესა, ევროპული ქვეყნები ჯერ ისევ არ აკეთებენ იმავეს.

„მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს ამ ომის გაჩერებას, მაგრამ ამავდროულად, გზავნიან ფულს ამ ომის დასაფინანსებლად. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვაპირებთ ვუჩივლოთ ყველას, ვინც ჩვენი ხალხის მკვლელობას აფინანსებდა“,- განაცხადა ოლეგ უსტენკომ.

მისივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სრულად გაანადგურეს საპორტო ქალაქი მარიუპოლი, ქალაქი ჩერნიგოვი და ხარკოვი კი 70%-ით განადგურებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა