ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გასულ წელს გრიპის 2 შემთხვევა დადასტურდა, წელს კი გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 100-მდე შემთხვევაა

თსსუ-ს პროფესორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გასულ წელს გრიპის 2 შემთხვევა დადასტურდა, წელს კი ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 100-მდე შემთხვევაა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, გრიპის ვირუსმა წელს ეპიდემიის სახე არ მიიღო.

„გრიპის ვირუსთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი განსხვავებული იყო 2020-2021 წლის სეზონისგან. გასულ წელს გრიპის 2 შემთხვევა გვქონდა, წელს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 100-მდეა, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მივიღეთ სეზონური გრიპის შემთხვევების სერიოზული მატება. ამაში გარკვეული როლი ითამაშა კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვამ. ბოლო 2 წლის განმავლობაში გრიპის შემთხვევების მცირე რაოდენობის უკან ის ღონისძიებები დგას, რასაც კორონავირუსის წინააღმდეგ ვიყენებდით. ფაქტია, რომ წელს გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს. საბედნიეროდ, ამან ეპიდემიური მატების სახე არ მიიღო", - აღნიშნავს ჩხაიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს