უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქზე საარტილერიო ცეცხლისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით 60-მდე თავდასხმა განახორციელეს

გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქზე საარტილერიო ცეცხლისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით 60-მდე თავდასხმა განახორციელეს.

ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაფიქსირებულია, ცეცხლის გახსნის დაახლოებით 180 შემთხვევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან, მათ შორის „სმერჩის“ ტიპის იარაღიდან, რომელიც აკრძალულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში ზოგიერთ მიმართულებაზე კონტრიერიშზე გადავიდნენ. მალაია როგანი სრულად ჩვენი სამხედროების კონტროლის ქვეშაა და გაწმენდილია ოკუპანტებისგან, ასევე ოლხოვკა. მტრისგან გათავისუფლებულია გუსაროვკა, რომელიც ბალაკლეის სიახლოვესაა. მძიმე საბრძოლო მოქმედებები მიდის იზიუმში“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო