პროფკავშირების გაერთიანება პარლამენტთან უკრაინისადმი სოლიდარობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას გამართავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ხვალ, პარლამენტთან, უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველ და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერ მშვიდობიან აქციას გამართავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აქცია ფართომასშტაბიანი იქნება. ამასთან, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მოქალაქეებს გაერთიანებისა და საკუთარი პოზიციების გამყარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს შეკრება იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი მოძმე ერის და არასდროს გადავუხვევთ დასავლურ კურსს.

„გავერთიანდეთ ყველა, ვინც ევროინტეგრაციის და უკრაინის სოლიდარობის მომხრეა. ახლა სწორედ ის დროა, როცა საზოგადოება ისეთი ერთიანი უნდა იყოს, როგორც არასდროს, მიუხედავად იმისა, რას საქმიანობთ, ან რა პოლიტიკური შეხედულება გაქვთ. შევქმნათ ეროვნული თანხმობა და ერთობა, ვინც ასე ფიქრობს.

კიდევ ერთხელ ვაგრძნობინოთ მეგობარ უკრაინას, ჩვენი მხარდაჭერა. ერთად ვუთხრათ უარი რუსულ აგრესიას და დავანახოთ დასავლეთს, რომ ევროინტეგრაცია ერის არჩევანია. რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, ქმედება, სიტყვა ერთსულოვანი და ევროპული ღირებულებების სწრაფვისკენაა მიმართული. რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი ქვეყანაც იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ერთად დავგმოთ: ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი, დიქტატურა, ოცდამეერთე საუკუნის ფაშიზმი. მოდით პარლამენტის შენობასთან სამშაბათს, 29 მარტს, 16:00 საათზე. ერთად დავხაზოთ ევროპულ რუკაზე საქართველოს გზა და დავანახოთ მსოფლიოს, რომ არსებობს საკითხები, რომლის ირგვლივაც ქართველებს ისევე შეუძლიათ გაერთიანება, როგორი ერთიანებიც რუსეთთან ბრძოლაში ახლა უკრაინელები არიან, მიუხედავად მათი იდეოლოგიური, თუ პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება სამძიმარს უცხადებს უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსული აგრესია მალე დასრულდება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია