ფინანსთა მინისტრი - ქვეყანას 1.5 თვის ხორბლის რესურსი აქვს, სუბსიდირებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ დაიწყება, თუ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანას დაახლოებით, 1.5 თვის ხორბლის რესურსი აქვს და სუბსიდირებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ დაიწყება, თუ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ფქვილის ფასთან დაკავშირებით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დინამიურია სიტუაცია. ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება როგორც შემცირების, ასევე ზრდის მიმართულებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე მუშაობა გრძელდება. თუ იქნება ამის საჭიროება და თუ იქნება მაღალი რისკი, რომ ქვეყანას დასჭირდება უფრო მეტი ხორბლის შემოტანა სასურსათო უსაფრთხოების გამყარებისთვის, ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია იქნება მიღებული. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მაგალითად, პანდემიის დროს გარკვეული თვეების განმავლობაში, როცა ასეთი საფრთხე იყო, დღეს ქვეყანაში ასეთი საფრთხე არ დგას. ქვეყანაში, დაახლოებით, 1.5 თვის ხორბლის რესურსი აქვს, რაც ასე თუ ისე დადგენილი სტანდარტია. თუ დადგება საკითხი, რომ გარკვეულწილად შეიძლება საფრთხე შეექმნას სასურსათო უსაფრთხოებას, ბუნებრივია, ასეთი ტიპის ღონისძიებები იქნება გამოყენებული“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა