ფინანსთა მინისტრი - საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, ეს აისახა საწვავის ღირებულებაზე

ბუნებრივია, საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, ეს აისახა საწვავის ღირებულებაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც ხუციშვილი განმარტავს, ბოლო 2 კვირის მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები დაახლოებით, 15-20 დოლარის ფასებში მერყეობს, რაც იმის შესაძლებლობას არ იძლევა, რომ გარკვეულწილად, გრძელვადიანი სტრატეგია ჩამოაყალიბონ. ამასთან, მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს, როცა უკვე ბიუჯეტი დაგეგმილია, სოციალური ვალდებულებებიც აღებული და გაწერილია, 9%-ის ოდენობით საგადასახადო შემოსავლების შემცირება, ისე, რომ სოციალური ვალდებულებების შემცირება არ მოხდეს, შეუძლებელია.

„უნდა აღვნიშნოთ ის, რომ საწვავის ფასი ბუნებრივია, დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე, დღესდღეობით, სახეზე გვაქვს სიტუაცია, როცა საწვავის ფასი განსაკუთრებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით, 15-20%-ით არის გაზრდილი. ბუნებრივია, საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, ამ მიმართულებით, ამან ასახვა ჰპოვა საწვავის ღირებულებაზე. მეორე საკითხია, თუ რა შეიძლება იყოს გრძელვადიანი პასუხი საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით, საწვავის ფასებთან მიმართებაში და ამ სიტუაციაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა იქიდან გამომდინარე, თუ გადავხედავთ ბოლო 2 კვირის მონაცემებს, დაახლოებით, 15-20 დოლარის ფასებში მერყეობს ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები, რაც დღესდღეობით არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად, გრძელვადიანი სტრატეგია იქნას ჩამოყალიბებული. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე, რაზეც შემდეგ მოხდება შესაბამისი პასუხის გაცემა საგადასახადო, თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით.

ასევე, მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს საწვავის ფასთან დაკავშირებით, კონკრეტულად აქციზის და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებაშია. ეს ჯამურად, ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1,3 მილიარდ ლარს, ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით, 8-ან 9%-მდე, ბუნებრივია, ამხელა ტიპის საგადასახადო შემოსავლის დაკლებაზე, როცა მიმდინარე წელი დაგეგმილია სოციალური ვალდებულებებით, რაც ქვეყანას აქვს აღებული ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამ ეტაპზე ამაზე იყოს საუბარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის შემოსავლების დაკლება მიმდინარე წელს, როცა საკმაოდ ბევრია გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს პირველ რიგში, იმ საომარი მდგომარეობიდან მომდინარეობს, რომელიც უკრაინაში ხორციელდება რუსეთის შეჭრის შედეგად, გარკვეულწილად ყველას მოგვიწევს არამხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელიც უშუალოდ ჩართულია ამ საომარ მოქმედებებში, არამედ იმ ქვეყნებს, რომელიც რეგიონში არის უშუალოდ და ეკონომიკურ საქმიანობას, სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებდა აქტიურად უკრაინასთან რუსეთთან, ბელარუსთან - ყველა ქვეყანას მოუწევს საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა ომთან მიმართებაში.

ბუნებრივია, ინფლაციაც არის ერთ-ერთი ის ფასი, რომლის გადახდაც თითოეულ ადამიანს მოუწევს და არამხოლოდ საქართველოში. ინფლაციის დონე 30-40 წლის მაქსიმუმზეა ევროპის და ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში და ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში. ბუნებრივია, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ამ პროცესისგან იზოლირებული, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ღია ეკონომიკაა და ვაჭრობას ახორციელებს ამ ქვეყნებთან. ეს ასახვას პოვებს საქართველოში ინფლაციის დონეზე. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, დავეხმაროთ მაქსიმალურად იმ მოწყვლად ფენას, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდება ასეთი ტიპის დახმარება, იმ შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეუძლებელია ამ ოდენობის საგადასახადო შემოსავლებზე უარის თქმა ისე, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და შევასრულოთ ის სოციალური ვალდებულებები, რაც ქვეყანას მიმდინარე წელს აქვს აღებული.

ჯამურად საუბარია მილიარდ 300 მილიონზე მეტ შემოსავალზე - საგადასახადო შემოსავალზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების 8-დან 9%-მდე შეადგენს. მიმდინარე წელს, როცა უკვე ბიუჯეტი დაგეგმილია, სოციალური ვალდებულებებიც აღებული და გაწერილია, 9%-ის ოდენობით საგადასახადო შემოსავლების შემცირება, ისე რომ სოციალური ვალდებულებების შემცირება არ მოხდეს, რომელიც ქვეყანაში აღებულია, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნება. დღის განმავლობაშიც კი, 10-25-დოლარიანი სხვაობაა ყოველდღიურად, ხან ზრდის და ხან შემცირების მიმართულებით, ეს არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რამე გრძელვადიანი პოლიტიკა იქნას ჩამოყალიბებული, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას არ ვაგრძელებთ. მას შემდეგ, რაც გარკვეულ სტაბილიზაციას მიაღწევს საერთაშორისო ბაზრებზე საწვავთან მიმართებაში საერთაშორისო ბაზარი, ამ მიმართულებით ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებები გვექნება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა