უკრაინის რადას დეპუტატი - ევროპა უკვე ჩართულია უკრაინის ომში, მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს

ევროპა უკვე ჩართულია უკრაინის ომში, მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა და პარტია „ხალხის მსახურის“ წევრმა იულია ოვჩინიკოვამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნები პოლიტიკურად, ფინანსურად და სოციალურად უკვე ჩართულები არიან მესამე მსოფლიო ომში. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ რაც უფრო სწრაფად დაეხმარებიან ევროპის ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვით, ომი და ჰუმანიტარული კატასტროფა უფრო სწრაფად დასრულდება.

„ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების იმ დახმარებისთვის, რომელიც უკვე მივიღეთ. მინდა გითხრათ, რომ ევროპა უკვე ჩართულია უკრაინის ომში, მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს. ევროპა ჩაერთო ომში პოლიტიკურად, ფინანსურად და სოციალურად. მთელი მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის საოცარი სოლიდარობა. მინდა ევროპელ ხალხს ამ დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო. თუ ევროპელი ხალხი და მათი მთავრობები დაგვეხმარებიან მეტი შეიარაღებით და განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვით, ჩვენ უფრო მალე დავასრულებთ ომს და ჰუმანიტარული კატასტროფაც მასთან ერთად დასრულება“, - აღნიშნა რადას დეპუტატმა.

ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი“ რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს