14.07.2025 / 09:02
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია ხვალ, 10:00 საათიდან დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია ხვალ, 10:00 საათიდან დაიწყება.

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 29 მარტის 10:00 საათიდან 14 აპრილის 18:00 საათამდე.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. 2022 წელს მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ: საგნის გამოცდა; უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა; პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.

გაითვალისწინეთ, რომ ცენტრი ეყრდნობა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ - მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე ცენტრში არსებულ მონაცემებს პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების ან საგნობრივი კომპეტენციის არანაკლებ 50%-ანი შედეგით დადასტურების თაობაზე“,-აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა