თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გრძელდება

თბილისის მერის ინიციატივით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისა და გაგზავნის პროცესი გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ბელიაშვილის N5-ში, სადაც ჰუმანიტარული დახმარების პუნქტია გახსნილი, კახა კალაძე დღესაც მივიდა და უკრაინელი ხალხისთვის დახმარების გაწევის მსურველებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის, იმიტომ, რომ ბიჭების გადმორიცხული თანხებით მოხდა გარკვეული პროდუქტების შესყიდვა. ერთი ნაწილი ფედერაციამ უკვე გააგზავნა უკრაინაში, მეორე ნაწილი კი აქ არის წარმოდგენილი. თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი მძღოლების კვებას და სხვა საჭიროებებს ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. შესაბამისად, მათ სატვირთო მანქანებში დაიტვირთება ეს ტვირთი და გაიგზავნება უკრაინაში, სადაც გადანაწილდება იმ ქალაქებში, რომლებშიც ეს დახმარება ყველაზე მეტად საჭიროა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა კომპანიას და რიგით მოქალაქეებს ამ მხარდაჭერისთვის; მადლობა კომპანია „დაგს“. ბევრი კომპანია იღებს მონაწილეობას ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბელიაშვილის N5-დან უკრაინაში ამჯერად, 50 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო. ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში პროდუქტების შეგროვების პროცესი, უკვე სამ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. 50 ტონამდე ტვირთი უკრაინაში ორი კვირის წინაც გაიგზავნა.

როგორც მერიაში განმარტავენ, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, გახსნილია ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკებისა და ხელოვნების სკოლების მომსახურებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა