„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თეთრ ფერმაში“ 1,9 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „თეთრ ფერმაში “ 1,9 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში მდებარე „თეთრი ფერმა“ აქტიურად აგრძელებს წარმოების განვითარებას. „თეთრი ფერმა“ 2016 წელს, ჰოლანდიური სოფლის მეურნეობის წარმატებული პრაქტიკის საფუძველზე შეიქმნა. „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი 1,9 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიციით, ფერმამ ჰოლანდიური ჰოლშტეინის ჯიშის საქონელი შეიძინა და 80 ჰა. ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პივოტური სარწყავი სისტემა დაამონტაჟა. დღეს ფერმა ყოველდღიურად 10 ტონა რძის რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მსხვილ მაღაზიათა ქსელში ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. ლარს უტოლდება. თანადაფინანსება ჰოლანდიიდან ხორციელდება.

„თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „თეთრი ფერმა“ თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ჰოლანდიურ გამოცდილებას. ჰოლანდიური კომპანიის ჩართულობით და მათ მიერ გაზიარებული პრაქტიკული რჩევების საფუძველზე, ჩვენ დავაგეგმარეთ პროექტი, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნიკა-დანადგარებსა და მეთოდოლოგიას. ეს კი, რძის ნაწარმის უმაღლეს ხარისხზე აისახება. თავდაპირველად, საქმიანობა 200 ჰოლშტეინით დავიწყეთ. დროსთან ერთად, პარტნიორების მხარდაჭერით ეს რიცხვი გავაორმაგეთ და წარმოებაც გავზარდეთ. სამომავლოდ, დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი დიმიტრი ბანკანაშვილი.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის ზურაბ მასურაშვილის განცხადებით, „საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულებით არაერთ საინტერესო პროდუქტს ქმნის, რათა მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობები შევთავაზოთ.

„მოხარული ვართ, რომ შეღავათიანი აგრო-კრედიტის ფარგლებში, მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა კიდევ ერთი ადგილობრივი ფერმის განვითარებაში. „თეთრი ფერმა“ უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ახორციელებს უმაღლესი ხარისხის რძის ნაწარმის წარმოებასა და რეალიზაციას. მიგვაჩნია, რომ „თეთრი ფერმა“ ერთ-ერთია იმ ინიციატივებიდან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს