„როსკომნადზორის“ ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ, რუსული გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ გამოცემას აჩერებს

რუსულმა გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ", რომლის რედაქტორი დიმიტრი მურატოვი გასულ წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა, განაცხადა, რომ აჩერებს ონლაინ და ბეჭდურ საქმიანობას „უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულებამდე".

გაზეთის წარმომადგენლების ინფორმაციით, გაშუქების შესახებ, დღეს მიიღეს კიდევ ერთი გაფრთხილება ქვეყნის სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანიის „როსკომნადზორისგან“, რამაც მედიასაშუალება აიძულა შეაჩეროს საკუთარი საქმიანობა.

„როსკომნადზორმა" განაცხადა, რომ „ნოვაია გაზეტამ“, თავის ერთ-ერთ სიუჟეტში მოხსენიებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც „უცხოური აგენტი“ არ მონიშნა.

ცნობისთვის, მარტის დასაწყისში გაზეთმა, რუსეთში მიღებული ახალი მედიის კანონის შესაბამისად, მასალა წაშალა, რომელიც უკრაინაში კრემლის სამხედრო მოქმედებებს შეეხებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა