ცესკოს თავმჯდომარემ „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს რენატა ლევოვსკის და ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერს დავით ღონღაძეს შეხვდნენ.

მათი ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა 2 აპრილს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ბათუმში დაგეგმილ პილოტზე, რომლის ფარგლებშიც საკრებულოს შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.

„შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. რენატა ლევოვსკიმ საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარემ მას მადლობა გადაუხადა იმ ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია წლების განმავლობაში „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისგან“ (IFES) იღებს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, IFES-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოს ცესკოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა სულ უფრო მზარდი და ძლიერი იქნება მომავალშიც”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო