ანა დოლიძე - ხელისუფლებამ სასწრაფოდ წარმოადგინოს ეკონომიკური გეგმა და შეასრულოს პოლიტიკა, რომელიც  მოსახლეობის ინტერესებს მოემსახურება

ჩვენ უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება სწორედ იმიტომ, რომ ისინი მთავარ ფუნქციას ვერ ასრულებენ. ქვეყანა ისევ ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას და მათ ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა ჯერაც არ წარმოუდგენიათ. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დადოს ეკონომიკური გეგმა და შეასრულოს ის პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურება", - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფასების ზრდა უსერიოზულესი პრობლემაა მოსახლეობის ნებისმიერი ფენისთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც საარსებო მინიმუმი დაახლოებით 230 ლარია.

„ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს. ყველა მთავრობა და პრემიერი, რომელიც პასუხს აგებს თავისი ხალხის წინაშე, ასეთ სიტუაციაში პირველ რიგში ეკონომიკურ გეგმას უნდა აქვეყნებდეს, რომლითაც გლობალურ შოკებს უპასუხებს და ყველა მოსალოდნელი კრიზისისთვის მზად იქნება - არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პანდემია, ომი თუ ნავთობის მოწოდების შემცირება. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი საკუთარი განცხადებებით ფარავს მთავარს, იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ეკონომიკური პოლიტიკა და არც სურვილი ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. აქამდე ეკონომიკური პრობლემები პანდემიას ბრალდებოდა, რომელიც თვითონვე ვერ მოაგვარეს, ახლა კი რუსეთ-უკრაინის ომს.

მთავარი პასუხი, რომელიც ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ეს არის, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომ გლობალური შოკების გავლენები ნაკლებად აისახოს საქართველოს მოსახლეობაზე. ეს ხელისუფლება უუნაროა იმისთვის, რომ შექმნას რაიმე პროგრესული მაჩვენებელი.

ჩვენ უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება სწორედ იმიტომ, რომ ისინი მთავარ ფუნქციას ვერ ასრულებენ. ქვეყანა ისევ ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას და მათ ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა ჯერაც არ წარმოუდგენიათ. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დადოს გეგმა და შეასრულოს ის პოლიტიკა, რომელიც მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურება. სოციალური საკითხები ჩვენი პარტიის უმთავრესი პრიორიტეტია და ამისთვის ხშირად გაგვიმართავს აქციები, მაგრამ ხელისუფლებას ხალხის ხმა არ ესმის. ამიტომ ამ პრობლემებზე ხელისუფლებას ერთად უნდა მოვთხოვოთ პასუხი”, - აღნიშნავს დოლიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა