პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებულ მოწოდებას „მთავრობის დამხობის“ შესახებ, სამართალდამცავი უწყებები შეისწავლიან

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სააკაშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებულ მოწოდებას „მთავრობის დამხობის“ შესახებ, სამართალდამცავი უწყებები შეისწავლიან.

როგორც წიკლაური განმარტავს, აღნიშნულის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სამართლებრივი რეაგირება შესაძლოა, მოჰყვეს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას.

„ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამართალდამცავი უწყებები მის შეფასებას მოახდენენ და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება ამას მოჰყვეს.

სააკაშვილს ბრალდების მხარე ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეების წინააღმდეგ, ტელევიზიის წინააღმდეგ. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა იმ ფონზე, როცა თავად დღემდე აკეთებს მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. არ არის გასაზიარებელი არცერთი სიტყვა მათ უდანაშაულობაზე, თუნდაც, იმ ფონზე, როცა თავად აკეთებენ მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს - ბრალდებულმა ნაცვლად იმისა, რომ მოწმეებისთვის მოესმინა, ეს იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, ძალოსნები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დარბევის ღონისძიებაში, მან თავი აარიდა მოწმეთა დაკითხვას და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა და დატოვა პროცესი. ბრალდების მხარე გავაგრძელებთ სასამართლოში ჩვენი მტკიცებულებების წარდგენას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ დადასტურდეს სააკაშვილის და სხვა ბრალდებულთა დანაშაული 7 ნოემბერს",- განაცხადა წიკლაურმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში“.

„თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია“, - განაცხადა სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში