უკრაინა მსოფლიოს მოუწოდებს, მისამართების დასახელებები, სადაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული, "უკრაინის ქუჩით” შეცვალონ

უკრაინა მსოფლიოს მოუწოდებს, "უკრაინის ქუჩის“ დასახელებით შეცვალოს იმ ქუჩების მისამართები, სადაც რუსეთის საელჩოები და საკონსულოებია განთავსებული.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

კამპანიისთვის სპეციალური ვებსაიტიც www.uastreet.world შეიქმნა, რომელიც პეტიციების ბმულებს შეიცავს, რათა მსოფლიოს მასშტაბით, 34 ქვეყნის 53 ქალაქში, ქუჩებს, სადაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები მდებარეობს, დასახელება გადაერქვას.

ბრიტანული მედიის შეფასებით, ეს უკრაინის მიერ, რუსეთთან პროპაგანდისტული ომის მოგების მცდელობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა