ჯო ბაიდენმა წინადადება წარადგინა, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტში უსაფრთხოების დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლის ბიუჯეტში წინადადება შეიტანა, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ, უსაფრთხოების დაფინანსების გაზრდას მოიცავს. ამის შესახებ CNN იუწყება.

ინფორმაციის მიხედვით, იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გრძელდება, წარმოდგენილი ბიუჯეტი მოიცავს 6.9 მილიარდ დოლარს შეკავების ევროპული ინიციატივისთვის და ნატოსთვის, ასევე უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტში უკრაინისთვის გათვალისწინებულია 682 მილიონი დოლარი, რაც 219 მილიონით მეტია 2021 წელთან შედარებით, რუსეთის მავნებლური გავლენის წინააღმდეგობის გაწევის გასაგრძელებლად, რაც უსაფრთხოებასთან, ენერგეტიკასთან, კიბერუსაფრთხოების საკითხებთან, დეზინფორმაციასთან და მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციასთნ არის დაკავშირებული.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ინვესტიციების მოსაზიდად და დეფიციტის შესამცირებლად, ბიუჯეტი ითვალისწინებს მილიარდერებისთვის მინიმალური გადასახადის დაწესებას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მილიარდერებს, არამედ ყველას, ვისაც 100 მილიონ დოლარზე მეტი აქვს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო