ჯო ბაიდენი პუტინზე - არ მაინტერესებს რას ფიქრობს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს რას ფიქრობს ვლადიმერ პუტინი მის კომენტარზე, რომლის თანახმადაც, ის არ უნდა იყოს რუსეთში ხელისუფლებაში.

„არ მაინტერესებს რას ფიქრობს. ის მაინც გააკეთებს იმას, რაც აქვს ჩაფიქრებული“, - აღნიშნა ბაიდენმა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, იყო თუ არა ის შეშფოთებული, როდესაც გაიგო, რომ პუტინმა მისი სიტყვები ესკალაციად მიიჩნია.

აშშ-ის ლიდერის თქმით, ვლადიმერ პუტინი „არ არის რაციონალური“.

”მისი ბოლოდროინდელი ქცევის გათვალისწინებით, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის აპირებს გააკეთოს ის, რასაც ფიქრობს, წერტილი. მასზე სხვა არავინ იმოქმედებს, მათ შორის, სამწუხაროდ, ვერც მისი მრჩევლები. ვფიქრობ, უბრალოდ არ არის რაციონალური“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო