რივნეს რაიონში, ნავთობის საცავზე, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმალურ ფარგლებში რჩება

რივნეს რაიონში, ნავთობის საცავზე, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმალურ ფარგლებში რჩება და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ რივნის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კოვალმა, Telegram-ზე განაცხადა, რასაც უკრაინული მედია ავრცელებს.

,,ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ლაბორატორიებმა და რივნის ლაბორატორიულმა ცენტრმა მუშაობა დაასრულეს. მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, ადგილზე, 52 მაშველი და 16 ერთეული ტექნიკა მუშაობდა. დამატებით, ორი სახანძრო მატარებელი იყო ჩართული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო